სულ ცოტა ხანში მნიშვნელოვანი დებატები გაიმართება და ძალიან ბევრი მთავარი მესიჯია. აქედან გამოვყოფდი იმას რომ, ევროპარლამენტი გადამწყვეტს უწოდებს მოახლოებულ არჩევნებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ დაიცვას ქართველი ხალხის არჩევანი, – ამის შესახებ ევროპარლამენტში “მწვანეთა პარტიის” საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი პუნქტი აუცილებლად იქნება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან განთავისუფლება.
“სულ ცოტა ხანში მნიშვნელოვანი დებატები გაიმართება და ძალიან ბევრი მთავარი მესიჯია. აქედან გამოვყოფდი იმას რომ, ევროპარლამენტი გადამწყვეტს უწოდებს მოახლოებულ არჩევნებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ დაიცვას ქართველი ხალხის არჩევანი, რაც არ უნდა იყოს ეს არჩევანი და იმ შემთხვევაში თუ ამას დაემუქრება საფრთხე არის სანქციების ჩამონათვალიც, რომელიც ევროკავშირმა უნდა განიხილოს. ეს იქნება 5 მთავარი ჯგუფის საერთო რეზოლუცია და ამ 5 ჯგუფიდან 4-მა შეიტანა განცხადება და აუცილებლად იქნება სააკაშვილის განთავისუფლება, როგორც მთავარი პუნქტი და ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იქნება ივანიშვილის სანქცირებაც. ასევე იმ ყველა მაღალჩინოსნისთვის იქნება სანქციები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ პოლიტიკის განვითარებას, საქართველოს გადახვევას პროდასავლური კურსიდან და მათ, ვინც ადამიანების უფლებების დარღვევაში მონაწილეობდნენ. რამდენი ხანია, ვამბობ, რომ ისეთი ქვეყნების ჩამონათვალში ვიმყოფებით, როგორიც არის ბელარუსი და ბელარუსის კონტექსტში ვართ, ეს პირველად ხდება, რადგან ყოველთვის ვიყავით მოწინავე ქვეყანა“, – განაცხადა თამარ გუგულაშვილმა.
დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. განხილვა თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება, სადაც მოხსენებით წარდგება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. განსახილველ საკითხებს შორის ყველა ის პრობლემატური თემა მოხვდება, რამაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა.