spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ გუგულაშვილი – ჩვენ ველოდებით, რომ ვაიმარის სამკუთხედი გააქტიურდება, მათი გააქტიურება კი გადამდებია 

ჩვენ ველოდებით, რომ ვაიმარის სამკუთხედი გააქტიურდება. მათი გააქტიურება კი გადამდებია და დარწმუნებულები ვართ, რომ სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან საქართველოს საკითხს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიის” ყოფილმა საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დაიწყოს ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტიდან.

“ჩვენ ველოდებით, რომ ვაიმარის სამკუთხედი გააქტიურდება. მათი გააქტიურება კი გადამდებია და დარწმუნებულები ვართ, რომ სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან. არცერთ ქვეყანას არ ეპარება ეჭვი, რომ დღეს საქართველოში არის ღრმა კრიზისი და ყველამ იცის, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაწყდეს არჩევნების გზით, იციან, რომ ამას “ქართულ ოცნებაზე” ქმედითი წნეხით მიაღწევენ.

ევროპარლამენტის წინ ჩვენ ჩვენი ქართული დროშით მივდივართ იმიტომ, რომ  ვუთხრათ – ქართველები და საქართველო არ დაავიწყდეთ და არ გადადონ, როგორც მეორეხარისხოვანი საკითხი. მინდა, ვუთხრა იმ ქართველებს, რომლებიც სამი თვეა, აქციებზე დგანან – თქვენ რომ არ იდგეთ გარეთ, ჩვენ რომ არ ვიდგეთ აქ – ჩვენი საკითხი არსად არ იქნება. მივაღწიეთ იმას, რომ დღეს ყველა მინისტრმა დაადასტურა, რომ ისინი საქართველოზეც ისაუბრებენ. უნდა გააგრძელონ ეს საუბარი და გადავიდნენ ქმედით ნაბიჯზე”, – განაცხადა თამარ გუგულაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები