spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ გუგულაშვილი – ძალიან მძიმე სურათია და ამ სურათს ძალიან დიდი ხანია, თვალს ვადევნებთ ქართველები

ძალიან მძიმე სურათია და ამ სურათს ძალიან დიდი ხანია, თვალს ვადევნებთ ქართველები, – ამის შესახებ ევროპარლამენტში “მწვანეთა პარტიის” საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ისეთი პატარა და ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა, როგორიცაა საქართველო თუ მოეკვეთება და იზოლაციაში იქნება მისი უდიდესი ორი თუ სამი პარტნიორის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ, იქნება ძალიან მძიმე.

“ძალიან მძიმე სურათია და ამ სურათს ძალიან დიდი ხანია, თვალს ვადევნებთ ქართველები, მაგრამ, როდესაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ამბობს, არის უმძიმესი სიტყვები ჩემთვის, რადგან ეს უკვე ნიშნავს, თუ როგორ საუბრობდნენ იგივე ლიდერები, როდესაც ბელარუსში ვითარდებოდა მოვლენები, მერე მოხდა არჩევნების მიტაცება და დღეს საქართველო არის სანქცირების რეჟიმში. ისეთი პატარა და ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანა, როგორიცაა საქართველო თუ მოეკვეთება და იზოლაციაში იქნება, მისი უდიდესი ორი თუ სამი პარტნიორის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ თავიდანვე, მას წლებია ფინანსურად, პოლიტიკურად თუ ტექნიკურად ეხმარებიან, რომ ეს ქვეყანა ფეხზე დადგეს, იქნება ძალიან მძიმე. ის, რომ ეს ადამიანები პასუხს არ გცემენ, „ოცნების“ მთავრობას მივმართავ, ეს არ ნიშნავს, რომ არ იციან რა უნდა თქვან, უბრალოდ, არ კადრულობენ. მე ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენი ლიდერები მიიჩნევენ, რომ მათი განცხადებები საქართველოს არ შეურაცხყოფს, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენს იმიჯსა და რეპუტაციას აზიანებს. ყველა ძალიან კარგად ხედავს, საით მიექანება საქართველო“, – განაცხადა თამარ გუგულაშვილმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ “საქართველოს მმართველი პარტიის ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს”.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები