ეს არის საშინელი განგაშის გამომწვევი რეზოლუცია იმიტომ, რომ ეს რეზოლუცია წერს იმას, რასაც ევროკავშირი ქმედითად მოიყვანს მალე ამ რეჟიმის თავების და პროპაგანდის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიის” ყოფილმა საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რაც ამ რეზოლუციაში წერია ნიშნავს იმას, რომ ასე ფიქრობს ევროკავშირის ხალხის დიდი უმრავლესობა.
“ეს რეზოლუცია სხვა რეზოლუციებისგან გამორჩეული არის. ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ევროპის ხალხის პირდაპირი დემოკრატიული წესით არჩეული უმრავლესობის გადაწყვეტილება და ეს ნიშნავს იმას, რომ რაც ამ რეზოლუციაში წერია, ასე ფიქრობს ევროკავშირის ხალხის დიდი უმრავლესობა. ეს არის 5 უდიდესი ჯგუფი ევროპარლამენტში.
ამ რეზოლუციაში ისაა ნათქვამი ისე ზუსტად, როგორც არის სინამდვილეში. ისაა ნათქვამი, რომ ევროკავშირის ხალხების წარმომადგენლები სრულად უჭერენ მხარს ქუჩაში მდგომი ქართველი ხალხის მოთხოვნებს და მათ გვერდზე არიან.
ეს დადგმული სცენარი, რომ ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს, სანქციები, სადაც გინდათ, იქ წაიღეთ, განპირობებულია იმით, რომ ხალხი – მათი მომხრეები არ დაშინდეს, სინამდვილეში, ეს არის საშინელი განგაშის გამომწვევი რეზოლუცია იმიტომ, რომ ეს რეზოლუცია წერს იმას, რასაც ევროკავშირი ქმედითად მოიყვანს მალე ამ რეჟიმის თავების და პროპაგანდის წინააღმდეგ”, – განაცხადა თამარ გუგულაშვილმა.