spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თამარ გუგულაშვილი – კაია კალასი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის საერთო სანქციებზე მუშაობა გაგრძელდეს უფრო ინტენსიურად

კაია კალასი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის საერთო სანქციებზე მუშაობა გაგრძელდეს უფრო ინტენსიურად, – ამის შესახებ ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიის” ყოფილმა საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სანქციები  საკანონმდებლო ცვლილებებისთვისაც დაწესდება.

“კაია კალასი არ გამორიცხავს, რომ ევროკავშირის საერთო სანქციებზე მუშაობა გაგრძელდეს უფრო ინტენსიურად. მთავარი, რაზეც რეჟიმი რეაგირებს ის არის, მათ უწყდებათ თი არა ფული, რის გამოც ყველაფერს აკეთებენ. არცერთი სახის სანქცია არაა გამორიცხული. ისიც კარგად დაინახა ევროკავშირმა, რომ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება სრულიად არ იყო ისეთი ეფექტის მომცემი, რაც მათ ეგონათ იმიტომ, რომ მას შემდეგ მოხდა იმ გაუარესებული უამრავი კანონის მიღება, რაც ძალაუფლებაში შევიდა. ამიტომ, ევროკავშირი ცდილობს, ნახოს თუ რა იქნება შემდეგი ზომა, ისეთი ბერკეტი, რომელსაც ექნება გარკვეული ეფექტი დღევანდელ დე ფაქტო ხელისუფლებაზე, რომ შეაჩერონ ამ მთავრობის ქმედებები”, – განაცხადა თამარ გუგულაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები