მზია ამაღლობელის პატიმრობა ამძიმებს “ქართული ოცნების” საქმეს. ამას ევროპარლამენტში ხედავენ და აფასებენ, იმიტომ, რომ მზია არის სიმბოლო ამ რეჟიმის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიის” ყოფილმა საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტარების გამოსვლიდან ერთ-ერთი გზავნილი მზია ამაღლობელის შესახებ იყო.
“გაცილებით უფრო მკვეთრი და ხისტი პოზიციები იყო გამოხატული ევროპარლამენტის მიერ. ამას ჩამოვაყალიბებდი 3 უმთავრესი პუნქტის მიხედვით – ერთი ის, რომ მოუწოდებენ ევროკავშირის აღმსრულებელ ორგანოებს და ლიდერებს, როგორც ერთიანობას, რომ საქართველოში დღევანდელი დე ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურად ცნონ. მეორე – ეს არის მზია ამაღლობელის და სხვა სინდისის პატიმრის გათავისუფლება და მესამე ეს არის სანქცირების საკითხი, რომლის დღის წესრიგშიც დგას ბიძინა ივანიშვილი და მისი ქართული კოშმარი.
ის ფაქტი, რომ დიდი დებატი იყო, მიუთითებს იმაზე, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს.
მზია ამაღლობელის პატიმრობა ამძიმებს “ქართული ოცნების” საქმეს. ამას ევროპარლამენტში ხედავენ და აფასებენ, იმიტომ, რომ მზია არის სიმბოლო ამ რეჟიმის”, – განაცხადა თამარ გუგულაშვილმა.