spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ გუგულაშვილი – საქართველოს დე ფაქტო მთავრობას ეგონა, რომ ორბანის და ფიცოს დახმარებით მოხდებოდა ევროკავშირის პარალიზება

საქართველოს დე ფაქტო მთავრობას ეგონა, რომ ორბანის და ფიცოს დახმარებით მოხდებოდა ევროკავშირის პარალიზება და ევროკავშირი რეაგირებას ვერ მოახერხებდა საქართველოს დე ფაქტო მთავრობის ქმედებებზე, – ამის შესახებ ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიის” ყოფილმა საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი სავიზო შეზღუდვებით საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას ეუბნება, რომ ისინი აღარ არიან პრივილეგირებული ადამიანები.

“ევროკავშირი რეაგირებს საქართველოს დღევანდელი დე ფაქტო ხელისუფლების შეცვლილ კურსზე და მათ მიერ დემოკრატიის დასამარების ოპერაციაზე, რაც მიმდინარეობს საქართველოში რამდენი ხანია და სწორედ ამ რეჟიმის წარმომადგენლებს ეუბნება – თქვენ უკვე აღარ ხართ პრივილეგირებული ადამიანები, რომლებიც თავისუფლად იმოძრავებენ ჩვენთან. ეს სამყარო – ევროკავშირი არ არის ისეთი რეჟიმებისთვის, რომლებიც დემოკრატიას ებრძვიან საქართველოში.

საქართველოს დე ფაქტო მთავრობას ეგონა, რომ ორბანის და ფიცოს დახმარებით მოხდებოდა ევროკავშირის პარალიზება და ევროკავშირი რეაგირებას ვერ მოახერხებდა საქართველოს დე ფაქტო მთავრობის ქმედებებზე. ეს, რა თქმა უნდა, მოკლე ჭკუით გათვლილი ნაბიჯია, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირის სტრუქტურებს და სხვადასხვა მექანიზმებს საქართველოს დღევანდელი მთავრობა კარგად არ იცნობს”, – განაცხადა თამარ გუგულაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღეში დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მქონე პირებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლას შეუჩერებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები