spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ გუგულაშვილი – ცუდ ვითარებაში აღმოვჩნდით, როგორც ქვეყანა, იმიტომ, რომ ამ ყველაფერმა დააზიანა სამომავლო პერსპექტივები

ცუდ ვითარებაში აღმოვჩნდით, როგორც ქვეყანა, იმიტომ, რომ ამ ყველაფერმა დააზიანა ქვეყნის სამომავლო პერსპექტივები და ასევე რეპუტაცია მსოფლიოს გარშემო და ევროკავშირში, – ამის შესახებ ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიის” ყოფილმა საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებას ზეიმობდეს ქვეყანა, ახლა საუბარი სანქციებზეა დაწყებული.

“ცუდ ვითარებაში აღმოვჩნდით, როგორც ქვეყანა, იმიტომ, რომ ამ ყველაფერმა დააზიანა ქვეყნის სამომავლო პერსპექტივები და ასევე რეპუტაცია მსოფლიოს გარშემო და ევროკავშირში. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ვზეიმობდეთ მოლაპარაკებების გახსნას, ახლა ვართ ისეთ ვითარებაში, რომ საუბარი გვიწევს სანქციების ამოქმედებაზე.

როდესაც ევროკავშირში ლიდერები გადაწყვეტილებებს მიიღებენ და დაავალებენ ევროკომისიას, რომ შესაბამისი იურიდიული დოკუმენტი მიიღოს, ამას დრო სჭირდება, თუმცა ვნახეთ, რომ ევროკომისიამ საკმაოდ სწრაფად გააკეთა ეს დოკუმენტი და გადასცა ლიდერთა საბჭოს. საშობაო არდადეგების შემდეგ შეიკრიბებიან და განიხილავენ კონკრეტულად დოკუმენტს.

მაკრონი რატომ არის მთავარი ევროკავშირის დონეზე – იმიტომ, რომ საფრანგეთის მოქალაქეა ბატონი ივანიშვილი. ერთადერთი ლიდერია მაკრონი, რომელმაც დაურეკა ბიძინა ივანიშვილს. ადამიანი, რომელსაც საქართველოს ბედი უჭირავს ხელში, ეს არის მაკრონი, მნიშვნელოვანი ფიგურაა”, – განაცხადა თამარ გუგულაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები