კონკრეტულად, რა ზომები განიხილება და რა არ, ზუსტად არ ვიცით. ვიცით ერთი რამ, რომ ყველაფერზე საუბრობენ და არაფერს გამორიცხავენ. რა ზომებს მიიღებენ, ამას ხვალ განაცხადებენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის “მწვანეთა პარტიის” საპარლამენტო მრჩეველმა თამარ გუგულაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტში აქვთ უკვე ცესკოს გადაწყვეტილებაზე ინფორმაცია და შესაბამისადაც იმოქმედებენ.
“ხვალ ჩვენ ვიხილავთ საგარეო საქმეთა მინისტრების ოფიციალურ დისკუსიებს სწორედ იმის შესახებ, თუ რა პასუხი უნდა გასცეს ევროკავშირმა საქართველოში არჩევნების შემდეგ განვითარებულ ვითარებას და უნდა ველოდოთ გარკვეული დასკვნების გამოტანას ხვალ, იმიტომ, რომ საქართველოში უკვე ისე განვითარდა მოვლენები, რომ ჩემი აზრით, ევროკავშირს აღარ ექნება არანაირი კითხვები გამოძიებული იქნება თუ არა ამ არჩევნების ჩატარების მიმდინარეობა.
ვიცით, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასკვნა უკვე, რაც უნდოდა ეთქვა, ამიტომ, ეს უკვე ნათლად ეცოდინებათ ბრიუსელში ჩამოსულ საგარეო საქმეთა მინისტრებს და უკვე შეუდგებიან საპასუხო ზომების მიღებაზე საუბარს, აქ უკვე საუბარი იქნება კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა.
კონკრეტულად, რა ზომები განიხილება და რა არ, ზუსტად არ ვიცით. ვიცით ერთი რამ, რომ ყველაფერზე საუბრობენ და არაფერს გამორიცხავენ. რა ზომებს მიიღებენ, ამას ხვალ განაცხადებენ”, – განაცხადა თამარ გუგულაშვილმა.
18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან, სადაც საქართველოში მიმდინარე საკითხებზეც იმსჯელებენ.