spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კეკენაძე – პარტნიორების უკანონოდ მოსმენა პუტინის რუსეთის ხელწერაა

“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლიდან” თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე დიპლომატიური კორპუსისის უკანონოდ მოსმენებთან დაკავშირებით, ევროკავშირში საქართველოს ელჩის ბრუსელში დაბარებას გამოეხმაურა.

 

“ველოდები, რომ ჩვენ პარტნიორებს ექნებათ უმწვავესი რეაქცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ფარულად მოსმენასთან დაკავშირებით. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.
საგანგაშოა ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც ჩვენს უსაფრთხოების სამსახურებს მიადგათ. ეს უწყებები უნდა იყვნენ ჩვენი პარტნიორების მთავარი მეკავშირეები რეგიონში არსებული რთული საფრთხეების გამკლავების პროცესში. ამის ნაცვლად, წლიდან წლამდე ქართული ოცნება სუსს იყენებს პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის და ახლა უკვე ყველას ტოტალური და უკანონო მოსმენისთვის.

 

პარტნიორების და მეგობრების უკანონოდ მოსმენა ეს არის პუტინის რუსეთის გამოცდილი ხელწერა. ასეთი მეთოდების გამოყენების მთავარი ამოცანაა, ქვეყანას საბოლოოდ დაუკარგოს ამბიცია გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვიწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, მოვიდნენ 2 ოქტომბერს არჩევნებზე, რათა ერთად დავიწყოთ ქართული ოცნების ცვლილების პროცესი”, – განაცხადა კეკენაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები