spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – ალბათ, გესმით, რისკენ მოგვიწოდებენ ის სახელმწიფოები, რომლის ფინანსურ დახმარებებზეც 30 წელია, დგას ეს ქვეყანა

“2012 წელს “ქართული ოცნების“ ლოზუნგი იყო, რომ სისტემა უნდა დაინგრეს და თქვენ სახელმწიფოებრივი სისტემა დაანგრიეთ. ანგრევთ ყველა ინსტიტუციას, რომელიც კი არსებობს ამ ქვეყანაში, მათ შორის, სასამართლო არის ნომერ პირველი და დღეს ამ ინსტიტუციის განადგურებაში კიდევ ერთი წვლილი შეიტანა კობახიძემ, რადგან იმ მოსამართლეებს მიმართა, რომლებიც შესაძლოა, ბოლომდე არ იყვნენ დამორჩილებულები“, -ამ სიტყვებით მიმართა სახელისუფლებო გუნდს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

 

მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ მოუწოდა საბოტაჟისკენ მოსამართლეებს, რომლებიც უნდა წავიდნენ პარტნიორი სახელმწიფოს პროგრამით  აშშ-ში.

 

“ის სუსტი სისტემა, რომელიც თქვენამდე არსებობდა, ბოლომდე გაანადგურეთ და დაუმორჩილეთ ერთი ადამიანის ნებას“, -განაცხადა თამარ კორძაიამ. 

 

მან  ბლინკენის სიტყვები შეახსენა დეპუტატებს: „მოვუწოდებ მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს სამხედრო დანაშაულებებზე“.

 

“ალბათ, გესმით, რისკენ მოგვიწოდებენ ის სახელმწიფოები, რომლის ფინანსურ დახმარებებზე დგას 30 წელი ეს ქვეყანა. მოგიწოდებენ მხარდაჭერაზე და არა დახმარებაზე“ ,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები