spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – არსებითი საკითხია, რომ რუსეთის დავალებების შესასრულებლად ეს ადამიანები ქვეყანას დასაღუპავად იმეტებენ

არსებითი საკითხია, რომ რუსეთის დავალებების შესასრულებლად ეს ადამიანები ქვეყანას დასაღუპავად იმეტებენ. თუ ვეტოს დაძლევენ და ძირს გამოუთხრიან საქართველოში დემოკრატიას, ამერიკა გადახედავს საქართველოსთან პარტნიორობას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

 

“ერთი რამ მკაფიოა, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან სერიოზულად უყურებენ ამ საკითხს და ეს საკითხი არ არის მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნების”  წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების სანქცირება. თუ ვეტოს დაძლევენ და ძირს გამოუთხრიან საქართველოში დემოკრატიას, ამერიკა გადახედავს საქართველოსთან პარტნიორობას. ანუ, ამერიკა გადახედავს იმ დაფინანსებას, რასაც საქართველო იღებს ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ამიტომ, ეს არის ზუსტად ქვეყნისთვის საფრთხის შემცველი. პერსონალურად ვინ დასანქცირდება და ვინ არა, ეს არ არის არსებითი საკითხი.  

 

არსებითი საკითხია, რომ რუსეთის დავალებების შესასრულებლად ეს ადამიანები ქვეყანას დასაღუპავად იმეტებენ. ამიტომ, გაცილებით უფრო სერიოზულად უნდა მოეკიდონ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები