ჩვენი ისტორიული არჩევანი არის ვიყოთ ევროკავშირის და ცივილიზებული სამყაროს მხარეს, სადაც მთელი ცხოვრება არავინ რჩება ხელისუფლებაში. უცებ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და გადაწყვიტა, რომ თვითონ არ უნდა იყოს თანამდებობის პირი, მაგრამ უნდა მართოს ქვეყანა. ჩვენ ეს არ გვინდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა და “ერთიანობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
“ჩვენი ისტორიული არჩევანი არის ვიყოთ ევროკავშირის და ცივილიზებული სამყაროს მხარეს. ვიყოთ იმ სახელმწიფოებთან, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია, სადაც ესმით, რა არის ხელისუფლების დანაწილება და სადაც მთელი ცხოვრება არავინ რჩება ხელისუფლებაში. ეს არის ჩვენი არჩევანი. უცებ მოვიდა ბიძინა ივანიშვილი და გადაწყვიტა, რომ თვითონ არ უნდა იყოს თანამდებობის პირი, მაგრამ უნდა მართოს ქვეყანა. ჩვენ ეს არ გვინდა.
ეს არის რეალობა, რომელსაც ხალხი უყურებს და რა თქმა უნდა, მათ იციან, რომ 26 ოქტომბერს ეს უნდა შეიცვალოს, იმიტომ, რომ მათ შვილებს ჰქონდეთ ნორმალური ცხოვრების პირობები, ნორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.