spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას

დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას და საბოლოო ჯამში ჩვენ საერთო თანხმობით კოალიციურად დავამარცხებთ “ქართულ ოცნებას” , – ამის შესახებ “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ერთობა იყო საზოგადოების მოთხოვნა, რომლის პირველი ნაბიჯებიც უკვე გადადგმულია. 

 

“ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით ერთიანობისთვის იმიტომ, რომ წელიწადზე მეტია, ხედავთ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნას, რომ ოპოზიციამ იაროს შეთანხმებებით, კომპრომისებით იმისათვის,  რომ ოქტომბერში “ქართული ოცნება” დამარცხდეს.

 

დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას და საბოლოო ჯამში ჩვენ საერთო თანხმობით კოალიციურად დავამარცხებთ “ქართულ ოცნებას”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და “სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს, რომლის წევრები არიან:  გიორგი ვაშაძე, ლაშა ბაქრაძე, გია ჯაფარიძე, ზაზა ბიბილაშვილი, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია, სოფო ჯაფარიძე, ირაკლი ფავლენიშვილი. საარჩევნო ნომერი კი 5 იქნება.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები