spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – ეს არგუმენტები არის აბსოლუტურად აბსურდული, სრულიად უპასუხისმგებლო ბრალდებებია ევროპელებთან მიმართებაში

ოპოზიციონერი დეპუტატი  თამარ კორძაია  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას აბსურდულს და დამაზიანებელს  უწოდებს.

 

კორძაიას თქმით, არ შეიძლება იმ ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღებას ცდილობს, ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. 

 

“ეს არგუმენტები არის აბსოლუტურად აბსურდული, სრულიად უპასუხისმგებლო ბრალდებებია ევროპელებთან მიმართებაში. 

 

არ შეიძლება სახელმწიფოს წარმომადგენელი, რომელსაც განაცხადი აქვს გაკეთებული ევროკაშირის კანდიდატი წევრის სტატუსზე ასე  ესხმოდეს თავს ევროპულ ქვეყნებს დაუსაბუთებლად,  ეს არის სრული აბსურდი“, – გაქნაცხადა კორძაიამ. 

 

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილება, ივანიშვილის კომპანიისთვის თანხის გადარიცხვა შეაყოვნოს, შესაძლოა, დასავლეთთან „კოორდინაციის შედეგი“ იყოს.  ის ასევე არ  გამორიცხავს ეს იყოს  მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი ნების წინააღმდეგ შემოაბრუნონ ქართულ პოლიტიკაში იმისათვის, რომ ქვეყანა ომში ჩაერთოს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები