spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – ეს არის პოლიტიკური კორუფცია ყველას მხრიდან, ვინც ამას ხმას მისცემს

ბოდიშს გიხდით – ეს არის პოლიტიკური კორუფცია ყველას მხრიდან, ვინც ამას ხმას მისცემს, – ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო დეპუტატიმა  თამარ კორძაიამ   პარლამენტის საპროცედურო საკითხთა დაწესების კომიტეტის სხდომაზე იმ  საკანონმდებლო ინიციატივი შესახებ განაცხადა, რომლის თანახმად  საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა არანაკლებ ორ დეპუტატს შეეძლება.

 

კორძაიას განცხადებით, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

 

“ბოდიშს გიხდით – ეს არის პოლიტიკური კორუფცია ყველას მხრიდან, ვინც ამას ხმას მისცემს. რამდენჯერ უნდა შეცვალოს რეგლამენტი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ იმიტომ, რომ ვიღაცები იმ წესებს ვერ ვიღებთ, რაც კანონში წერია.  არ შეიძლება,  ყოველ ჯერზე კანონი მოვირგოთ“, – განაცხადა კორძაიამ.

 

რეგლამენტში ცვლილებების პროექტი დეპუტატებმა პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ და სალომე სამადაშვილმა წარადგინეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები