ამ სარჩელების შეტანით ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მივეცით შესაძლებლობა, რომ თავად გადაწყვიტოს – საქართველოს მოქალაქეები კეთილდღეობით ევროპაში იქნებიან თუ დატოვებს საქართველოს იზოლაციასა და სიღატაკეში, – ამის შესახებ “ერთიანობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მიზეზი იმისა, რის გამოც საქართველოსთან ევროკავშირის მოლაპარაკებები შეჩერდა არის ე.წ. “რუსული კანონი”.
“ამ სარჩელების შეტანით ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს მივეცით შესაძლებლობა, რომ თავად გადაწყვიტოს – საქართველოს მოქალაქეები კეთილდღეობით ევროპაში იქნებიან თუ დატოვებს საქართველოს იზოლაციასა და სიღატაკეში.
ყველამ თქვა, რომ წითელი ხაზი არის ეს “რუსული კანონი”. მიზეზი, რატომაც შეჩერდა ჩვენთან მოლაპარაკებები, არის ეს.
სასამართლოს ამას ვუმტკიცებდით, რომ როდესაც ევროკომისია დაიწყებდა შეფასებას, ის კი არ იკითხავს პარლამენტი მოიქცა ცუდად, პრემიერ-მინისტრი თუ ვინ, არამედ ის ჯამში შეაფასებს საქართველოს. ეს არის უნიკალური შანსი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომ ის გახდეს საქართველოს გადარჩენის მედროშე”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.