იმ მზაკვრობის მასშტაბს, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა აქ, ვერ წარმოვიდგენდით, როგორც პატიოსანი მოქალაქეები. ჩვენ ველოდით, რომ გააყალბებდნენ, მაგრამ ამის გათვალისწინებითაც, ყველა კვლევით ოპოზიცია იგებდა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
კორძაიას განცხადებით, ის ელოდება, რომ დასანქცირდებიან ის მოსამართლეები, რომლებიც მიმდინარე პროცესებში არიან ჩართული.
“ჩვენ ვართ ევროპული და კულტურული საზოგადოება. ყველა პროტესტი იყო საკუთარი აზრის გამოხატვა, მაგრამ იყო წერტილი, სადაც ჩვენ გვჯეროდა, რომ გავიმარჯვებდით. თუმცა, მასშტაბს იმ მზაკვრობისა, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა აქ, ამას ვერ წარმოვიდგენდით, როგორ პატიოსანი მოქალაქეები. დაგვიდგა შედეგი, როდესაც ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. ჩვენ ველოდით, რომ გააყალბებდნენ, მაგრამ ამის გათვალისწინებითაც ყველა კვლევით ოპოზიცია იგებდა. მგონია, რომ ეს დღეები, ახალ წლამდე პერიოდი ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი პერიოდი ცხოვრებაში.
მე იმედი მაქვს, რომ რაღაც ნაწილში სანქციები მაინც წამოეწევა იმ მოსამართლეებსაც, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიბრძვით იმიტომ, რომ არ შეიძლება დავნებდეთ”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.