spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – ეს იყო საბჭოთა სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ დავინახეთ, რომ მოსამართლეს არ ჰქონდა წაკითხული არც ერთი მასალა

ეს იყო საბჭოთა სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ დავინახეთ, რომ მოსამართლეს არ ჰქონდა წაკითხული არც ერთი მასალა, არც ერთი მტკიცებულება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა დაინახოს, ვინ იცავს საქართველოს მოქალაქის ინტერესს და ვინ ანადგურებს და ფეხქვეშ თელავს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებებს.

“ეს იყო საბჭოთა სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ დავინახეთ, რომ მოსამართლეს არ ჰქონდა წაკითხული არც ერთი მასალა, არც ერთი მტკიცებულება. ეს იყო ფორმალური პროცესი, რადგან 11 შუამდგომლობა გვქონდა, აქედან 6 იყო “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი, არც ერთი არ დაკმაყოფილდა. არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, თუმცა, ჩვენ მაინც შევიტანთ სააპელაციო საჩივარს, რადგან ეს პროცედურები უნდა გავიაროთ. ყველამ უნდა დაინახოს, ვინ იცავს საქართველოს მოქალაქის ინტერესს და ვინ ანადგურებს და ფეხქვეშ თელავს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ უფლებებს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანებული სარჩელი, საოლქო კომისიების მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმების გაუქმების თაობაზე, არ დააკმაყოფილა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები