ამ არჩევნების წინ ხელისუფლება ბოლო რესურსებს ისვრის. ეს ყველაფერი არის ბოლო გაბრძოლება “ოცნების” მხრიდან, – ამის შესახებ ერთიანობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამომრჩეველი მოისყიდოს.
“ამ არჩევნების წინ ხელისუფლება ბოლო რესურსებს ისვრის. თუ რამით შეიძლება ამომრჩეველი მოისყიდოს, მოატყუოს – ყველაფერი გამოყენებული აქვს იმისათვის, რომ რეგიონებში ადამიანები მოისყიდონ. მაგალითად, დაუგონ გზა, მაგრამ ამ გზას ვინ დააგებს? ისევ მათი კომპანიები, მათი ახლობლები. ისევ ისინი იშოვიან ფულს და გზა არჩევნების მერე ისევ დასაგები დარჩება. ამიტომ, ეს ყველაფერი არის ბოლო გაბრძოლება “ოცნების” მხრიდან”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.