როდესაც ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას და ხელისუფლებას მოუწოდებს, უპირობოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ამის ადრესატი, რა თქმა უნდა, არის სალომე ზურაბიშვილიც, მაგრამ მან დღეს თქვა, რომ მის პირობებში ეს არ იქნება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიცია ევროპული ტიპის არჩევნებს ატარებს.
“როდესაც ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას და ხელისუფლებას მოუწოდებს, უპირობოდ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ამის ადრესატი, რა თქმა უნდა, არის სალომე ზურაბიშვილიც, მაგრამ მან დღეს თქვა, რომ მის პირობებში ეს არ იქნება.
როდესაც საუბარი მიდის იმაზე, რომ 12 წელია, გრძელდება ე.წ. პიჯაკების საქმე, კითხვა ხომ არსებობს, რატომ არ მთავრდება 12 წელია ეს საქმე?! ეს არანაირ ევროპულ სტანდარტს არ შეესაბამება.
რაც შეეხება არჩევნებს, ოპოზიცია ატარებს ევროპული სტანდარტის არჩევნებს. ყველაფერს აკეთებს “ქართული ოცნება”, რომ გადაგვიყვანოს იმ ჭრილში, რომელიც მას უნდა – ზიზღის კამპანიაში, დაპირისპირების კამპანიაში, მაგრამ არ გამოსდის, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს უნდათ წინსვლა, წარმატება”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.