spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – გვინახავს არაერთხელ გაბრაზებული საზოგადოება და ეს არის ბოლომდე მოთმენის სტრატეგია

სამ კომპონენტიანია, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ პარტიები არიან ერთიანი, როგორც არასდროს ისე და ეს ჩანს ყოველდღიურად, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არავინ ულოცავს დღევანდელ ხელისუფლებას ამ არჩევნების შედეგებს, გარდა, რუსეთისა და რამდენიმე სახელმწიფოსი, რომელთა მართვის წესის დამკვიდრებასაც ცდილობს საქართველოს ხელისუფლება.

“სამ კომპონენტიანია, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ პარტიები არიან ერთიანი, როგორც არასდროს ისე და ეს ჩანს ყოველდღიურად სამოქალაქო პროტესტისას, მოლაპარაკებებისას, შეხვედრებზეც, რადგან ყველაფერი იგეგმება ერთობლივად და შესაბამისად, ამ ერთიანობით შევძლებთ შედეგის მიღწევას. მეორე არის, რა თქმა უნდა, ის, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია, სულ ვაწვდით განახლებულ ინფორმაციებს და ამ შემთხვევაშიც შედეგი გვაქვს სახეზე, რადგან ყველა საუბრობს იმაზე, რომ ეს არჩევნები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს და არავინ ულოცავს დღევანდელ ხელისუფლებას ამ არჩევნების შედეგებს, გარდა, რუსეთისა და რამდენიმე სახელმწიფოსი, რომელთა მართვის წესის დამკვიდრებასაც ცდილობს საქართველოს ხელისუფლება და ეს არ არის დემოკრატიული სახელმწიფოს მართვა და ბოლოს ერთადერთი რამ არის საჭირო, რომ საზოგადოებამ მიიღოს გადაწყვეტილება და მეტად აქტიურად გამოვიდეს ქუჩაში. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჯერ მოლოდინი აქვთ იმ დღის, როდესაც პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, მე ვიცი და გვინახავს არაერთხელ გაბრაზებული საზოგადოება და ეს არის ბოლომდე მოთმენის სტრატეგია, რასაც ვუყურებ საზოგადოებას. ასევე, ვფიქრობ, რომ ელოდებიან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც, მაგრამ, მე არ ვიქნები ოპტიმისტური საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებაში, „რუსული კანონის“ შემდეგ, რაც მათ არ გააჩერეს ეს მოქმედება, ამის შემდეგ, ნამდვილად, ვერ ვიქნებოდი ოპტიმისტური მათ გონივრულობასთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენი ვალია, ყველას სახელი და გვარი დავტოვოთ ისტორიაში“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები