spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – იმედია, ამ პროტესტს ანგარიშს გაუწევენ და შეწყვეტენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მავნებლობას

იქ არ იყო დიალოგი, იქ არ იყო მოსმენა, ეს იყო ყველაზე სამარცხვინო დღე ამ პარლამენტის ისტორიაში“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“კომიტეტის სხდომის გადადება ვერ გაბედა დღეს ხელისუფლებამ.  იმედია, ამ პროტესტს ანგარიშს გაუწევენ და შეწყვეტენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მავნებლობას“, – განაცხადა კორძაიამ. 

 

პარლამენტში კვლავ დაძაბული ვითარებაა. საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს, არასამთავრობო სექტორის ნაწილი არ შეუშვეს, ოპოზიციის ნაწილს კი დარბაზი დაატოვებინეს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები