ისევე როგორც ბათუმში, ქუთაისში, თელავში, რუსთავში, დმანისშიც დამაჯერებლად იგებს ოპოზიცია, მაგრამ ისევე როგორც ყველა ჩამოთვლილ ქალაქში ძალიან მძიმე პრობლემებს უქმნიან ოპოზიციის წარმომადგენლებს იმ უბნებზე, სადაც ისინი დამაჯერებლად იმარჯვებენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
“მინდა განსაკუთრებით გამოვყო დმანისის შემთხვევა, რადგან დმანისში 8 საათის მონაცემების 13 ათასზე მეტი ამომრჩეველი იყო მოსული და ჩვენი მონაცემებით ამ წუთისთვის, დმანისში მთლიანად ჯამში გაბათილებულია 800-მდე ბიულეტენი, ბუნებრივი ბათილობის შემთხვევაში ეს პროცენტი არ უნდა აღემატებოდეს 2%-ს, მაგრამ დმანისში ეს 6%-ს უტოლდება. ამ ფონზე დმანისში ოპოზიციამ მაინც 10 ოლქიდან 5-ში გამარჯვება მოიპოვა.
ხელისუფლების წარმომადგენლები ხელოვნურად რომ არ აბათილებდნენ უბნებს, ოპოზიციას გაცილებით მეტი მაღალი შედეგი ექნებოდა.
ამ წუთისთვის დმანისში ოპოზიციას პრობლემებს უქმნია #2, #4 და # 22 უბნებზე, არ ხდება დროულად შეჯამება. ჩვენი მონაცემებით ეს უბნები მოგებული აქვს ოპოზიციას. იგივე მდგომარეობაა გარდაბანში #1 და #3 საარჩევნო უბანზე”, – განაცხადა კორძაიამ.