spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ შევიდეს გენერალური პროკურატურა შუამდგომლობით და შეცვალოს მზია ამაღლობელის პატიმრობის მოთხოვნა

კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ შევიდეს გენერალური პროკურატურა სასამართლოსთან შუამდგომლობით და შეცვალოს პატიმრობის მოთხოვნა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მისი პატიმრობაში დარჩენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა დაეკისრება ბიძინა ივანიშვილს და სხვებს.

“კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ შევიდეს გენერალური პროკურატურა სასამართლოსთან შუამდგომლობით და შეცვალოს პატიმრობის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესების ცუდად წარმართვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება, როგორც რუსული მთავრობის შენობაში მყოფ ბიძინა ივანიშვილს, გენერალურ პროკურორს და ყველას, ვინც ამ პროცესშია მონაწილე”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

“ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პოლიციელზე 12 იანვარს ბათუმში დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის 353-ე მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები