კომუნიკაციების ეროვნული კომისია კახა ბექაურისა და ვახტანგ აბაშიძის მეთაურობით, გახდნენ ივანიშვილის დავალებების ნომერ პირველი შემსრულებლები. დაფიქრდით რა მდგომარეობაში გაგდებთ ის მორჩილება, რასაც თქვენ ავლენთ “ქართული ოცნების” დავალებების მიმართ, – ამის შესახებ ერთიანობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის არჩევნების წინ დაიწყო უპრეცედენტო ცენზურა მედიასთან და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში.
“კომუნიკაციების ეროვნული კომისია კახა ბექაურისა და ვახტანგ აბაშიძის მეთაურობით, გახდნენ ივანიშვილის დავალებების ნომერ პირველი შემსრულებლები. კომუნიკაციების კომისიამ 2024 წლის არჩევნების წინ დაიწყო უპრეცედენტო ცენზურა მედიასთან და ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში. ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებებს, რომლითაც ისინი ყოველდღიურად წერენ სამართალდარღვევის ოქმებს მაუწყებლებთან მიმართებაში. გუშინ სამართალდარღვევის ოქმი გამოუწერეს 4 ტელეკომპანიას – “ტვ პირველს”, “ფორმულას”, “მთავარ არხსა” და საზოგადოებრივ მაუწყებელს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის შინაარსი, რის გამოც გამოუწერეს ამ ტელევიზიებს სამართალდარღვევა, რომელიც მდგომარეობს თურმე იმაში, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების რეკლამას უშვებს წინასაარჩევნო პერიოდში კანონმდებლობის სრული დაცვით, მაგრამ კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა, ბატონმა ვახტანგ აბაშიძემ, მონიტორინგის სამსახურმა გადაწყვიტა, რომ ეს არ არის ხელსაყრელი ” ქართული ოცნებისათვის” და ერთი დღის წინ ” მთავარი არხისთვის” მიცემული განმარტება გადათქვეს და სხვანაირი განმარტება გააკეთეს. კომისიის წევრებო, დაფიქრდით რა მდგომარეობაში გაგდებთ ის მორჩილება, რასაც თქვენ ავლენთ “ქართული ოცნების” დავალებების მიმართ”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.