spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – მოახდინონ მყისიერი რეაგირება კანონდარღვევაზე და შეწყვიტონ ამომრჩევლის მოსყიდვა

კიდევ ერთხელ შევახსენებ საქართველოს ხელისუფლებას, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, “ქართულ ოცნებას”, მოახდინონ მყისიერი რეაგირება კანონდარღვევაზე და შეწყვიტონ ამომრჩევლის მოსყიდვა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” 26 ოქტომბრის არჩევნებს აგებს.

“გუშინ წინ ჩვენ გავავრცელეთ ინფორმაცია რუსთავში “ქართული ოცნების”  მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის თაობაზე. “ქართულ ოცნებას”  ამომრჩეველთა მოსყიდვაში ხელს უწყობდა სუპერმარკეტების ქსელი “მადაგონი” და სააფთიაქო ქსელი “ფარმა სახლი”. გუშინ წინ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ორივე კომპანიამ დაიწყო დეზინფორმაციული კამპანია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ და დაგვადანაშაულეს დეზინფორმაციის გავრცელებაში აქეთ, როცა თვითონ კანონს არღვევენ. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ დამატებით მტკიცებულებას, სადაც ცალსახად და ნათლად დასტურდება ის, რომ “ფარმა სახლის” 50-ლარიანი ვაუჩერები რიგდება სწორედ “ქართული ოცნების” შტაბში. მტკიცებულებით, ვიდეოჩანაწერით ნათლად ჩანს, რომ მოქალაქე ადასტურებს, რომ 50-ლარიანი ვაუჩერი მან სწორედ “ქართული ოცნებიდან” ვაუჩერის მიცემის შემდეგ გამოიყენა. ასევე, “ფარმა სახლის” მოლარე ადასტურებს იმას, რომ ასეთი ვაუჩერებით ადამიანები მოდიან, ანაღდებენ და სარგებლობენ 50-ლარიანი ფინანსური შეღავათით. კიდევ ერთხელ შევახსენებ საქართველოს ხელისუფლებას, შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, “ქართულ ოცნებას”, მოახდინონ მყისიერი რეაგირება კანონდარღვევაზე და შეწყვიტონ ამომრჩევლის მოსყიდვა, იმიტომ რომ გუშინდელმა ღონისძიებამაც ნათლად აჩვენა, რომ ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას” ვადა გაუვიდა და 26 ოქტომბრის შემდეგ ისინი ვეღარ იქნებიან ხელისუფლებაში და ვერ გააგრძელებენ კანონდარღვევებით ცხოვრებას”,  – განაცხადა თამარ კორძაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები