მოქალაქეებმა გამოხატეს მზაობა, რომ საარჩევნოდ ბევრი ჩამოვიდეს საქართველოში ხმის მისაცემად. მე დარწმუნებული ვარ, რომ სახლში მყოფი ადამიანი ადგება, გამოვა და მისცემს საკუთარ მომავალს ხმას , – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა და “ერთიანობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერი არის მოქალაქეების ბედის გადაწყვეტის დღე.
” მოქალაქეებმა გამოხატეს მზაობა, რომ საარჩევნოდ ბევრი ჩამოვიდეს საქართველოში ხმის მისაცემად. მართალია, ხელისუფლება მათ უბნებს არ უხსნით საარჩევნოდ და არ აძლევს შესაძლებლობას ხმის მიცემის, მაგრამ ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მიიჩნევენ, რომ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი უნდა შეასრულონ, იმიტომ, რომ ეს არის მათი ბედის გადაწყვეტის დღე, ისინი აპირებენ ჩამოსვლას საქართველოში. როდესაც საზღვარგარეთ მყოფი ადამიანი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას ხმის მისაცემად, მე დარწმუნებული ვარ, რომ სახლში მყოფი ადამიანი ადგება, გამოვა და მისცემს საკუთარ მომავალს ხმას”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.