spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია პარლამენტს ტოვებს და ბოიკოტის რეჟიმში გადადის

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია პარლამენტს ტოვებს და ბოიკოტის რეჟიმში გადადის. კორძაია აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობა და “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობა უკვე შეუძლებელია. 

 

“მე პერსონალურად ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ გადავიდე ბოიკოტის რეჟიმში. ბოიკოტის შესახებ განცხადებას აუცილებლად წარვადგენ, დღეს უკვე, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. ვფიქრობ, რომ “ქართული ოცნების” ეს გადაწყვეტილება აუცილებლად სათანადოდ შეფასდება ოქტომბრის არჩევნებზე.

 

ყველა პოლიტიკური პარტია იღებს საკუთარ გადაწყვეტილებას, მე არც ერთ პარტიაში არ ვარ და მივიღე საკუთარი პერსონალური გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ვხედავ, რომ პარლამენტში საქმიანობა და თანამშრომლობა “ქართულ ოცნებასთან” უკვე შეუძლებელია, იმიტომ რომ მან გვითხრა, რომ არ ვთანამშრომლობო. აქედან გამომდინარე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას და დანარჩენი, ყველამ თვითონ ახსნას თავისი გადაწყვეტილების გონივრულობა”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები