ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მათ ობიექტურად და სრულფასოვნად აღწერონ ის მოვლენები, რაც ქვეყანაში ხდება, იმიტომ, რომ მათი მიზანი და ფუნქცია არის ეს, რომ შეაფასონ – რა მდგომარეობაა წინასაარჩევნოდ საქართველოში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს საქართველოში არის გამოხატვის თავისუფლების დევნა.
“ჩვენ ვხედავთ, რომ ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც გაბედავს საკუთარი პოლიტიკური გემოვნების გამოხატვას საჯარო სივრცეში, შეიძლება, გახდეს დევნის მსხვერპლი. ის, რაც ხდება ახლა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში ანტიკორუფციული ბიუროს მხრიდან, ეს არის გამოხატვის თავისუფლების დევნა.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მათ ობიექტურად და სრულფასოვნად აღწერონ ის მოვლენები, რაც ქვეყანაში ხდება, იმიტომ, რომ მათი მიზანი და ფუნქცია არის ეს, რომ შეაფასონ რა მდგომარეობაა წინასაარჩევნოდ საქართველოში”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
თბილისში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იმყოფება. 6-კაციანი შემადგენლობა უკვე ესაუბრა მესამე სექტორის და მედიის წარმომადგენლებს. მანამდე კი დელეგაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა. დაგეგმილია შეხვედრები მმართველი გუნდის და ოპოზიციის წევრებთან, ასევე ცესკოსა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან. ვიზიტის ბოლოს გაკეთდება განცხადებები. დელეგაცია საქართველოში უშუალოდ არჩევნების პროცესსაც დააკვირდება.