spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – საარჩევნო დარღვევებზე პასუხისმგებლობა პერსონალურად ვახტანგ გომელაურსა და გიორგი კალანდარიშვილს ეკისრებათ

საქართველოს მასშტაბით მომხდარ საარჩევნო დარღვევებზე პასუხისმგებლობა პერსონალურად ვახტანგ გომელაურსა და გიორგი კალანდარიშვილს ეკისრებათ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, შსს-მ რეაგირება უნდა მოახდინოს ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტებზეც.

“მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დღეს საარჩევნო უბნებში ადგილი აქვს დანაშაულის ფაქტებს. მაგალითად, ნაძალადევში, მე-9 უბანზე, ადამიანმა ორჯერ მისცა ხმა, რაც არის სისხლის სამართლის დანაშაული. იგივე მოხდა კრწანისში, მე-4 უბანზე, სადაც გამოძახებულია პოლიცია, მაგრამ ჯერაც არავინ მისულა. ამ ყველაფერზე კონკრეტულად იქნება პასუხისმგებელი ბატონი გომელაური. ასევე, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პერსონალურად იქნება პასუხისმგებელი იმ საარჩევნო დარღვევებზე, რაც ხდება დღეს საქართველოში. თავდაპირველად მინდა შევეხო იმას, რაც ხდება ახლა მარნეულში: მსგავსი რამ შევარდნაძის დროსაც კი არ მომხდარა და გიორგი კალანდარიშვილს ვულოცავ არჩევნების ასე წარმატებულად ჩატარებას.  მე შსს-ს ისევ მივმართავ ჩვენი პარტიის წევრის, აზად ქარიმოვის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, სასწრაფოდ დააკავონ და კანონის სიმკაცრით დასაჯონ ამ შემზარავი დანაშაულის მონაწილეები.

ასევე, მივმართავ შსს-ს, რეაგირება მოახდინონ ხმის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე, მაგალითად,  მარნეულში, 71-ე და 41-ე უბნებზე”, – განაცხადა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწოდებული, დარღვევების ამსახველი ვიდეომასალაც წარადგინა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები