ეს მრავალმნიშვნელოვანი მითითებები, რომ თითქოს ყველა პოლიტიკურ პარტიას პრობლემას აქვს, არის ზუსტად საზოგადოებაში ეჭვის გაჩენის მცდელობა და დღეს უბრალოდ სამოქალაქო სექტორიდან პოლიტიკაში გადმოსული ადამიანების დარტყმაც არ არის შემთხვევითი ხასიათის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა და “ერთიანობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, რაჟდენ კუპრაშვილი “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დავალებას ასრულებს.
“რუსული კანონის” ამოქმედების შემდეგ დაჯარიმების ფუნქცია აქვს იუსტიციის სამინისტროს და შესაბამის უფლებამოსილ სტრუქტურებს, მაგრამ ანტიკორუფციულ სამსახურს აქვს პოლიტიკური პარტიების გაკონტროლების უფლება და დაჯარიმების, ეს მრავალმნიშვნელოვანი მითითებები, რომ თითქოს ყველა პოლიტიკურ პარტიას პრობლემას აქვს და ასე შემდეგ, არის ზუსტად საზოგადოებაში ეჭვის გაჩენის მცდელობა და დღეს უბრალოდ სამოქალაქო სექტორიდან პოლიტიკაში გადმოსული ადამიანების დარტყმაც არ არის შემთხვევითი ხასიათის. აქ ზუსტად რუსული ხელწერა იკითხება, იმიტომ, რომ “რუსული კანონის” თანახმად, თავის დროზე, სამოქალაქო საზოგადოებას აეკრძალა პოლიტიკური საქმიანობა და დღეს ამ კავშირების ჩვენება უნდათ რუსული სტანდარტებით საქართველოშიც და ამას აკეთებს რაჟდენ კუპრაშვილი, იმიტომ, რომ ეს დავალება აქვს მიღებული ბიძინა ივანიშვილისგან და “ქართული ოცნებისგან”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.