spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – თანამშრომლობაზე ორიენტირებული არა ხართ და ამის დასტური იყო მიხეილ ყაველაშვილის ის ფრაზა თუ როგორ შეიძლება ჩვენი ერთიანობა?!

„რას ხედავენ და რას გრძნობენ დღეს საქართველოს მოქალაქეები, როდესაც ისინი ჩვენ გვისმენენ? აბსოლუტურად არაფერს კარგს, იმიტომ რომ ჩვენი აქ გამოსვლებით და ერთმანეთის ლანძღვით, მართლაც მხოლოდ ნიჰილიზმს და უიმედობას ვთესავთ, გაურკვევლობას ვთესავთ თითოეულ ადამიანში“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადების გაკეთებისას. 

მისი შეფასებით, ხელისუფლების დამოკიდებულება და გარკვეული განცხადებები ადამიანებში გაურკვევლობას და უპერსპექტივობას აჩენს.

“ეს გაურკვევლობა შემდგომ წარმოშობს შიშს, მომავლის მიმართ შიშს, უპერსპექტივობის მიმართ შიშს და ამის ძირითადი მიზეზი, ყოველთვის არის ხელისუფლების მოქმედება იმიტომ, რომ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები იყიდებიან თავიანთ ენაში, როდესაც ასეთი შინაარსის კომენტარს აკეთებენ, რომ თურმე სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში. როდესაც ასეთი კონსტრუქციით ლაპარაკობ მაშინ იკვეთება შენი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ.როდესაც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, თუნდაც საწვავის გაზრდასთან დაკავშირებით, არ აღიარებენ ამ ადამიანების გულწრფელ პროტესტს და ზუსტად იციან ფარული წყაროს საბჭოური მეთოდების მიხედვით და თურმე აქვთ ინფორმაცია, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იმართება, შეურაცხყოფას აყენებენ თითოეულ მოქალაქეს და უკაცრავად, და ვინ დაადგინა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს სოციალური პრობლემებზე და მის მხარდამჭერს პროტესტის გამოხატვის უფლება? მაგრამ ყველა ეს განცხადება ადასტურებს ერთ რამეს, რომ თანამშრომლობაზე ორიენტირებული არა ხართ და ამის დასტური იყო მიხეილ ყაველაშვილის ის ფრაზა თუ როგორ შეიძლება ჩვენი ერთიანობა?! და შეიძლება ჩვენი ერთიანობა იმიტომ, რომ როდესაც უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა იყო პარლამენტის წინ, მაშინ თქვენი  და ოპოზიციის მხარდამჭერები იქ იდგნენ და რა აერთიანებთ ამ მოქალაქეებს? აერთიანებს ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები არ იყვნენ აგრესიულები და არ გამოხატავდნენ ზიზღს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მათ პოზიციებს არ იზიარებენ და რომლებიც მათ აკრიტიკებდნენ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები