“გაუგებარია როდესაც კონსტიტუციით გარანტირებული პროცედურებით ვსარგებლობთ და ვითხოვთ თქვენს მოსვლას პარლამენტში, რატომ არის ეს მოთხოვნა საბოტაჟი, როდესაც თქვენ შეგიძლიათ თქვენს მიღწევებზე ამ ტრიბუნიდან ჩვენზე მეტი დროით ისარგებლოთ და ისაუბროთ“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
თამარ კორძაიას თქმით, 12 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო დეპოლარიზაცია, მაგრამ მისივე თქმით, ხელისუფლება ამ მოთხოვნის შესასრულებლად არ აღმოჩნდა მზად.
“ბატონო ირაკლი, გეთანხმებით იმაში, რომ 12 პუნქტიანი გეგმის პირველი პუნქტი იყო დეპოლარიზაცია და დეპოლარიზაციას მეც ზუსტად ისე ვხედავდი, რომ გვემუშავა ყველას ერთად. თქვენი ლექსიკა, რომლითაც ოპოზიციას მივმართავდით, ამტკიცებდა იმას, რომ დეპოლარიზაციისთვის თავად თქვენც, პერსონალურად არ იყავით მზად. ასევე გაუგებარია როდესაც კონსტიტუციით გარანტირებული პროცედურებით ვსარგებლობთ და ვითხოვთ თქვენს მოსვლას პარლამენტში, რატომ არის ეს მოთხოვნა საბოტაჟი, როდესაც თქვენ შეგიძლიათ თქვენს მიღწევებზე ამ ტრიბუნიდან ჩვენზე მეტი დროით ისარგებლოთ და ისაუბროთ“,-განაცხადა თამარ კორძაიამ.