spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – თვის ბოლოს ჩვენც შევიტანთ სარჩელს სწორედ იმ მუხლებით, რითაც შეაქვს პრეზიდენტს

თვის ბოლოს ჩვენც შევიტანთ სარჩელს სწორედ იმ მუხლებით, რითაც შეაქვს საქართველოს პრეზიდენტს. ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აიღებს პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა და “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

 

“თვის ბოლოს ჩვენც შევიტანთ სარჩელს სწორედ იმ მუხლებით,  რითაც შეაქვს საქართველოს პრეზიდენტს. ეს არის კონსტიტუციის 78 მუხლის დარღვევა  და კონსტიტუციის 22 მუხლის დარღვევა. მე ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აიღებს პასუხისმგებლობას, იმიტომ, რომ თუ პარლამენტის წევრებზე, პრეზიდენტზე ვრცელდება 78 მუხლის ვალდებულება და ჩვენ გვინდა, რომ ეს ვალდებულება შევასრულოთ, ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც ენდომება, რომ კონსტიტუციის მოთხოვნები თავადაც შეასრულოს და დროულად, ვადაში განიხილოს ეს სარჩელი”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან” დაკავშირებით სარჩელებით პრეზიდენტი ზურაბიშვილი და არასამთავრობოები მიმართავენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები