spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამარ კორძაია – ვიწყებთ მოხალისეების მობილიზაციას არჩევნების დღეს უბნებში დაკვირვების მიზნით

ვიწყებთ მოხალისეების მობილიზაციას არჩევნების დღეს უბნებში დაკვირვების მიზნით. 2024 წლის 26 ოქტომბერი არის ჩვენი ქვეყნის ხსნის, თავისუფალი არჩევანისა და მოქალაქეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაცვის დღე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა და “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

 

კორძაია მოქალაქეებს მოუწოდებს ცესკოს სიაში თავიანთი თავები გადაამოწმონ, არიან თუ არა საარჩევნოდ დარეგისტრირებულები.

 

“2024 წლის 26 ოქტომბერი არის ჩვენი ქვეყნის ხსნის, თავისუფალი არჩევანისა და მოქალაქეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაცვის დღე. წინასაარჩევნო გარემო უკიდურესად პოლარიზებული, ძალადობრივი და უთანასწოროა. ჩვენი ერთიანობა და ხმების დაცვა არის საბოლოო წარმატების საწინდარი. 

 

პირველი, რაზეც გვინდა, მივიპყროთ ამომრჩევლის ყურადღება, არის ის, რომ პერიოდულად, აუცილებლად, გადაამოწმონ საკუთარი თავი ცესკოს საიტზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში. განსაკუთრებით საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვთ, საკონსულოში რეგისტრაციასთან ერთად, ცესკოს საიტზე გადაამოწმონ საკუთარი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რადგან ცესკოს სიაში თუ ვერ იპოვით თავს, ხმის მისაცემად მხოლოდ საკონსულოში რეგისტრაცია არ იქნება საკმარისი. ამასთანავე, ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც უკვე ჩართული არიან არჩევნებზე დაკვირვების პროცესში, ვიწყებთ მოხალისეების მობილიზაციას არჩევნების დღეს უბნებში დაკვირვების მიზნით. ჩვენი ერთიანობით გვინდა დავიცვათ თითოეული მოქალაქის არჩევანი, თითოეული ხმა გადამწყვეტი და დასაცავია”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები