spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამაზ გაიაშვილი – პრეზიდენტმა ისეთი განცხადებები გააკეთა, ქვეყანაშიც პერსონა ნონ გრატად არ გამოაცხადონ მაგის მეშინია

პრეზიდენტმა 26 მაისს საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისეთი განცხადებები გააკეთა, მეშინია, მარტო კომპანიიდან კი არა, პერსონა ნონ გრატად ქვეყანაშიც არ გამოაცხადონ, – ამის შესახებ “ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

“საერთოდ, ქალბატონ სალომეზე ადრე უფრო დადებითად ვფიქრობდი და მისი არჩევნების დროსაც ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ, რომ არჩეულიყო პრეზიდენტად. მეგონა, ქალბატონია და მშვიდობის ერთ-ერთი სიმბოლოა, თავის თეთრ მანდილს გამოიყენებდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ მითითება უფრო ომის რიტორიკაზე მიდის. ამავე დროს, მე მეგონა, რომ მეზობელ ქვეყნებში მოლაპარაკების გზით დაამყარებდა კარგ ურთიერთობებს, მაგრამ არ გამიგია, მას რომელიმე მეზობელ ქვეყანასთან დაემყარებინა კარგი ურთიერთობა და საქართველოს რომ წაადგება, ისეთი ურთიერთობა გვქონდეს ჩვენ სომხეთთან, აზერბაიჯანთან ან რუსეთთან. მას არსად არაფერი გაუკეთებია, რათა საქართველოს მიხმარებოდა თავისი ქმედებებით.

 

პრეზიდენტმა გუშინდელი გამოსვლით, 26 მაისს საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ისეთი განცხადებები გააკეთა, რომ მარტო კომპანიიდან კი არა, ქვეყანაშიც პერსონა ნონ გრატად არ გამოაცხადონ, მაგის მეშინია“, – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები