spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა

67 წლის ასაკში თიანეთის ყოფილი მერი და ყოფილი პარლამენტარი თამაზ მეჭიაური გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი შვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. 

 

მას რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. თამაზ მეჭიაური მკურნალობის კურსს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა. 

 

თამაზ მეჭიაური 2012–2016 წლებში საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე. 2016 წელს დააფუძნა პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“. 2017 წელს აირჩიეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერად. 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზეზით თანამდებობიდან გადადგა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები