spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამთა მეგრელიშვილი – მივმართავ სახელმწიფოში ყველა შესაბამის სამსახურს, პასუხი აგოს ხატია დეკანოიძემ ქვეყნის დამაზიანებელი ტყუილის შეგნებულად გავრცელებისთვის

“დეკანოიძე ერთ-ერთ უკრაინულ არხზე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ეძებს შავ ხვრელებს, რათა დაეხმარონ პუტინს შექმნას იარაღი, რომ გააგრძელოს უკრაინელების მკვლელობა” – ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორო თამთა მეგრელიშვილი ხარია დეკანოიძის განცხადებას. 

 

ასევე, მეგრელიშვილი მიმართავს შესაბამის სამსახურებს – “პასუხი აგოს ხატია დეკანოიძემ ქვეყნის დამაზიანებელი ტყუილის შეგნებულდ გავრცელებისთვის”. 

 

“ყველამ ნახეთ და მოისმინეთ ვანო მერაბიშვილის პოლიციის აკადემიის ხელმძღვანელის (2007-2012 წწ.) ხატია დეკანოიძის მოღალატეობრივი განცხადება! ის ერთ-ერთ უკრაინულ არხზე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ეძებს შავ ხვრელებს, რათა დაეხმარონ პუტინს შექმნას იარაღი, რომ გააგრძელოს უკრაინელების მკვლელობა. მივმართავ სახელმწიფოში ყველა შესაბამის სამსახურს (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური)- პასუხი აგოს ხატია დეკანოიძემ ქვეყნის დამაზიანებელი ტყუილის შეგნებულად გავრცელებისთვის!” -წერს მეგრელიშვილი Facebook – ზე.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები