spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თამთა მიქელაძე – 3 500-ზე მეტი მშრომელი დარჩენილია ანაზღაურების გარეშე და მათ უკან ოჯახების ინტერესები დგას

ჭიათურა არის სოციალური კატასტროფის წინაშე, 3 500-ზე მეტი მშრომელი დარჩენილია ანაზღაურების გარეშე და მათ უკან ოჯახების ინტერესები დგას, – ამის შესახებ “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ  განაცხადა.

მისივე თქმით, საქმეზე არ რეაგირებს შრომითი ინსპექციაც.

“ჭიათურა არის სოციალური კატასტროფის წინაშე, 3 500-ზე მეტი მშრომელი დარჩენილია ანაზღაურების გარეშე და მათ უკან ოჯახების ინტერესები დგას. სამწუხაროდ, ამ დრომდე ვხედავთ, რომ მათ ხელფასებს არ უხდიან და შრომის ინსპექცია, რომელსაც აკისრია ვალდებულება, რომ შეისწავლოს შრომითი უფლებების დარღვევის საკითხი და რეაგირება ჰქონდეს, სამწუხაროდ, არ რეაგირებს. ამავდროულად, მშრომელები წუხან, რომ კომისიაში, რომლის ერთ-ერთი წევრი პროფკავშირებიც არის მათ არ წარმოადგენს და შესაბამისად, არ არსებობს ფორმატი, სადაც მათ ხმას მთავრობა ისმენს”, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.

ჭიათურის მაღაროელები ერთ თვეზე მეტია, აქციებს მართავენ. მაღაროს თანამშრომლების მთავარი მოთხოვნებია – შეხვედრა მთავრობასთან; ინვესტორის წასვლა და სამუშაოებზე პასუხისმგებლობის სახელმწიფოს მიერ აღება; მარგანეცის გატანიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით შეიქმნას ფონდი ჭიათურის მომავალი თაობის განვითარებისათვის; ქალაქსა და მის მიმდებარე სოფლებში შეიქმნას უფასო შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც მოემსახურება მოსახლეობას; დაზარალებული მოსახლეობის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს მათივე სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად მკაცრად გაკონტროლდეს ღია კარიერული წესით მოპოვება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები