spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თამთა მიქელაძე – აფგან სადიგოვმა სრული შიმშილობა გამოაცხადა და ჩვენ ეს ძალიან გვაშფოთებს

2 თებერვალს, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვი უკანონოდ, ისევ სამი თვით საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვა, აფგან სადიგოვმა სრული შიმშილობა გადაწყვიტა, – ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ადვოკატმა თამთა მიქელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სადიგოვს ადგილობრივმა სასჯელაღსრულების დაწესებულებამ უარი უთხრა აზერბაიჯანულ ენაზე ქართული ლიტერატურის შეტანაზე.

“2 თებერვალს, მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვი უკანონოდ, ისევ სამი თვით საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვა, აფგან სადიგოვმა სრული შიმშილობა გადაწყვიტა.

მისი პროტესტისა და გაბრაზების კიდევ ერთი მიზეზი გახდა ის, რომ ადგილობრივმა სასჯელაღსრულების დაწესებულებამ უარი გვითხრა მისთვის აზერბაიჯანულ ენაზე ქართული ლიტერატურის შეტანაზე, ამიტომ, ეს დისკრიმინაციული გადაწყვეტილება გახდა დამატებითი ფაქტორი მისი გადაწყვეტილებისთვის. მან სრული შიმშილობა გამოაცხადა და ჩვენ ეს ძალიან გვაშფოთებს”, – განაცხადა თამთა მიქელაძემ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი საქართველოში 2024 წლის 3 აგვისტოს დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა აქვს შეფარდებული. გამოძიების ინფორმაციით, აფგან სადიგოვის დაკავება განხორციელდა აზერბაიჯანის მოთხოვნით. მას ბრალად ედება დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსით. სევინჩ სადიგოვას თქმით, ბაქო აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები