spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თავდაცვის ძალების I ქვეით ბრიგადაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

გორში, თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალის გარდა, სამხედრო მოსამსახურეების აცრა თავდაცვის ძალების პირველ ქვეით ბრიგადაშიც არის შესაძლებელი.

 

გორში დამატებითი ლოკაციის შექმნის საჭიროება საყოველთაო ვაქცინაციიდან და სამხედრო მოსამსახურეების აქტიურობიდან გამომდინარე გაჩნდა.

 

თავდაცვის ძალებში გახსნილი დამატებითი ვაქცინაციის კაბინეტები მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება სამხედრო მოსამსახურეებს. თავდაცვის სამინისტრო თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრების ვაქცინაციას, სურვილის შემთხვევაში, სამსახურის ლოკაციის მიხედვით უზრუნველყოფს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები