spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თავდაცვის ძალების მეთაური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება. 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების დელეგაცია აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა მიიღო. 

 

მან გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორ მეზობელ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა ხაზგასმით აღნიშნა. 

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რეგიონის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობაზე. 

 

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ქერიმ ვალიევი მასპინძლობს. გენერალურ შტაბში ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ კოლეგებმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივ და სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალი გეგმები დასახეს. საუბარი შეეხო საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივი მონაწილეობისა და სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. 

 

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და დელეგაციის წევრები საბრძოლო ოპერაციების ცენტრშიც იმყოფებოდნენ, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ და ცენტრის შესაძლებლობებს გაეცნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები