spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ  შვედი  ექსპერტი დააჯილდოვა 

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC)  შვედ  ექსპერტთან,  ვიცე-პოლკოვნიკ  ტომას გილმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ,  გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივის, JTEC-ის საკონსულტაციო ჯგუფის  წარმომადგენელს, მედალი "ღირსეული პარტნიორი“ გადასცა.  

ვიცე-პოლკოვნიკმა ტომას გილმანმა უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისათვის 2019 წლის ბოლოდან დღემდე გაწეული დახმარებისთვის მიიღო. შვედმა ექსპერტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა JTEC-ის ინიციატივის განვითარებაში.  ღონისძიებას  SNGP-სა და JTEC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.  

შვედი ექსპერტი  JTEC-ს წვრთნებისა და სწავლებების დაგეგმვაში დახმარებას უწევდა და  ნატოსა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაბამის წარმომადგენლებთან თანამშრომლობდა.  

მნიშვნელოვანია ექსპერტების წვლილი JTEC-ის განვითარებასა და წარმატებაში;  2020 წელს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ცენტრსა (JTEC) და ნატოს გაერთიანებული ძალების სასწავლო ცენტრს (JFTC) შორის ხელი მოეწერა პარტნიორობის შეთანხმებას. დოკუმენტი ხელს შეუწყობს JTEC–ის, როგორც NATO-სთან აფილირებული ერთ-ერთი სრულფასოვანი საწვრთნელი ცენტრის განვითარებას. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები