spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ვეტერან ძიუდოისტთა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს

საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ვეტერან ძიუდოისტთა ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. ქართველმა სამხედროებმა  სპორტის აღნიშნულ სახეობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში იასპარეზეს და წარმატებებს მიაღწიეს.

 

+78კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კაპრალმა ირინე ლეონიძემ დაიკავა, +100 კგ. წონით კატეგორიაში პრიზიორი გახდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი ალექსი დავითაშვილი, ხოლო +81 კგ. წონით კატეგორიაში  II ადგილის მფლობელი სპეციალური ოპერაციების სარდლობის  სერჟანტი დავით უძილაური გახდა.

 

სპორტული შეჯიბრებები ბოსნია და ჰერცეგოვინას დედაქალაქში – სარაევოში გაიმართა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები