spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თავდაცვის მინისტრი სერჟანტთა აკადემიის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 21 წელი შეუსრულდა. საიუბილეო ღონისძიებაზე სერჟანტებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი განცხადებით, სერჟანტთა კორპუსი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თავდაცვის ძალების სიძლიერეს, დისციპლინასა და მოტივაციას. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა აკადემიის მნიშვნელოვანი როლი პროფესიონალი სერჟანტების მომზადებაში. აკადემიის დღე სერჟანტებს, ასევე, მიულოცა თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა  და მათ კარიერული განვითარება უსურვა.

 

საზეიმო ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა წარმატებულ სერჟანტებს უმწიკვლო სამსახურისათვის I, II და III ხარისხის მედლები, ჯილდოები – ,,სამშობლოსათვის თავდადებული” და „გიორგი ანწუხელიძე”, ცეცხლსასროლი იარაღი და ფასიანი საჩუქრები გადასცეს; ასევე, სამხედრო მოსამსახურეებს გამოეცხადათ მადლობა.

 

ღონისძიების ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის მინისტრს აკადემიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნეს. მოგვიანებით, ირაკლი ჩიქოვანი საჩვენებელ სწავლებასაც დაესწრო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

 

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს ცენტრს სერჟანტთა აკადემიის სტატუსი მიენიჭა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები