spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თავდაცვის მინისტრმა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან როზარია პუგლისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ჯუანშერ ბურჭულაძემ როზარია პუგლისის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის, ასევე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ჩართულობით ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. 

 

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოსთან თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს. მხარეებმა განიხილეს ნატოსთან თავსებადობის გაზრდის კუთხით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები და თანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმები. 
ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტით (SNGP Refresh) გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საკითხებზეც.

 

ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობაზე როზარა პუგლისმა იულიამ ლაჰიუ 2018 წელს შეცვალა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები