spot_img
spot_imgspot_img
spot_img

თავდაცვის მინისტრმა თურქ კოლეგას მიუსამძიმრა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი ტრაგედიის გამო თურქეთის თავდაცვის მინისტრს ჰულუსი აქარს პირადად მიუსამძიმრა. 

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ მწუხარება და თანაგრძნობა გამოხატა მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახების მიმართ. მან თურქეთის ხელისუფლებასა და თურქ ხალხს მიუსამძიმრა დასაქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

 

თავდაცვის სამინისტროს სახელით სამძიმარი გამოხატა მინისტრის მოადგილემაც. დავით სუჯაშვილი თურქეთის ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა და მეგობარ ქვეყანაში მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა. 

 

მინისტრის მოადგილე თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები