spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თავდაცვის სამინისტრო კაპრალ ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ზურაბ ფისენკოს გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

“უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან საზოგადოებისათვის უკვე ცნობილია, რომ კაპრალი ფისენკო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა, მიიღო სხეულის დამწვრობა და საქართველოში გაწეული სამედიცინო მომსახურების შემდგომ გადაყვანილ იქნა თურქეთის სპეციალიზებულ კლინიკაში. მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს”, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები