spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

თავდაცვის სამინისტრო სოცქსელებში ცალკეული პირების მიერ გავრცელებულ გადაუმოწმებელ ინფორმაციას ეხმიანება

ცალკეული პირების მიერ სოციალურ მედიაში ვრცელდება დეზინფორმაციები, სადაც მისი შინაარსის გასამყარებლად იყენებენ თავდაცვის ძალების ერთ ერთეულ სამხედრო ტექნიკის ფოტოებს და ვიდეოს, რომელიც გარემონტების შემდეგ გადააქვთ სამხედრო ბაზაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

“მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და სოციალურ მედიაში ინფორმაციის გამავრცელებელ პირებს, რომ ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციებს. მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ დამატებითი დაძაბულობის შემტანია საზოგადოებაში მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს. საზოგადოების ინტერესი არ უნდა გახდეს უსაფუძვლო პანიკისა და ამ ფორმით ყურადღების მიქცევის საშუალება, რადგან ეს აზარალებს საზოგადოებასა და მის ინტერესებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები